HBO Max-მა „ჰარი პოტერის“ სერიალის პირველი „ტრეილერი“ გაავრცელა. ორწუთიანი ვიდეოს ბოლოს ვიგებთ, რომ „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ პრემიერა დეკემბერში, საშობაოდ შედგება.
„ჰარი პოტერის“ ისტორია შვიდივე წიგნს მოიცავს და სერიალი ეკრანებზე ათი წლის განმავლობაში გავა, სავარაუდოდ შვიდი სეზონით.
რაც შეეხება შემოქმედებით გუნდს, სერიალზე Game of Thrones-ისა და The Last of Us-ის რეჟისორი, მარკ მაილოდი მუშაობს. პროექტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სცენარისტი და ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი კი ფრანჩესკა გარდინერია.
ჯადოქრების სკოლის დირექტორის, ალბუს დამბლდორის როლს, ამერიკელი მსახიობი ჯონ ლითგოუ შეასრულებს. ნიკ ფროსტი „ჰოგვორტსის“ გასაღებებისა და მიწების მცველის, რუბეუს ჰაგრიდის როლს მოირგებს, ჯენეტ მაკტირი პროფესორ, მინერვა მაკგონაგელის, პააპა ესიდუ პროფესორ სევერუს სნეიპის, ლუკ თელონი პროფესორ ქვირინუს ქვირელის, პოლ უაითჰაუსი კი „ჰოგვორტსის“ დარაჯის, არგუს ფილჩის როლში მოგვევლინება.
რაც შეეხება მთავარ პერსონაჟებს, ჰარის როლს დომინიკ მაკლავლინი ასრულებს, ჰერმიონის როლს არაბელა სტენტონი, რონის კი ალასტერ სტაუტი.
„ჰარი პოტერის“ სერიალის მსახიობთა პირველი შემადგენლობა ცნობილია
ჯადოქრობა ბრუნდება! – ცნობილია, ვინ შეასრულებს „ჰარი პოტერის“ სერიალში დამბლდორის როლის

