LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიაში დამნაშავეების სიმცირის გამო ციხეები იხურება

55

ჰოლანდიაში 2013 წელს 19 ციხე დაიხურა, მიზეზი დამნაშავეების მცირე რაოდენობა იყო. ზაფხულის დასასრულისთვის კიდევ ხუთი დაიხურება.

სასჯელაღსრულების დაწესებულების გაუქმების შედეგად სამსახურის გარეშე  უკვე დარჩა 2 ათასამდე ადამიანი.

ციხეების შესავსებად ჰოლანდიაში გასული წლის სექტემბერში ნორვეგიიდან 240 პატიმარი გადაიყვანეს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, არდ ვან დერ სტერმა პარლამენტს განუცხადა, რომ ნახევრად ცარიელი დაწესებულებების შენახვა ქვეყნისთვის ზედმეტი ხარჯია.

Techinsider წერს, რომ ჰოლანდიაში კრიმინალის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ნარკომომხმარებლების მიმართ რბილი დამოკიდებულება  და  მათ რეაბილიტაციაზე ფოკუსირებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g