ულამაზესი კეკენჰოფის პარკი დამთვალიერებელთა მიღებას 23 მარტიდან დაიწყებს. ჰოლანდიაში, ამსტერდამის სიახლოვეს (ქალაქ ლისეში, ავტობუსით ნახევარი საათის სავალზე) განთავსებული უნიკალური ყვავილების ბაღი წელიწადში მხოლოდ ორი თვე ფუნქციონირებს და მის სანახავად როგორც წესი, ათასობით ტურისტი ჩადის.
პარკს ყოველ წელს განსაკუთრებული მისია აქვს და წელს მთავარი თემა – ჰოლანდიური დიზაინი იქნება. მისი დამაარსებელი კი ცნობილი აბსტრაქციონისტი პიტ მონდრიანია და ყვავილებით სწორედ მისი ტილოები გაცოცხლდება. მხატვრის კომპოზიციები 250 კვადრატული მეტრის ფართობზე გადანაწილდება და მის შესაქმნელად 80 ათასზე მეტ სხვადასხვა ფერისა და სახეობის ყვავილს გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ პარკი ვიზიტორებს 21 მაისამდე მიიღებს და ბილეთის საფასური 16 ევრო იქნება.


