მაილი საირუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი მიენიჭება. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად არტისტმა გაასაჯაროვა. მან ქსელში მისი უახლესი მუსიკალური ფილმიდან სიმღერის – Walk of Fame ვიზუალი გააზიარა, რომელშიც ბულვარში მღერის და ცეკვავს. ტრეკი მის ახალ დისკში შედის და ბრიტანი ჰოვარდთან დუეტია.
,,პატივია მივიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. თავი სიზმარში მგონია, რადგან ჩემი სახელი იმ ადამიანების გვერდით იქნება, რომელთაც შთამაგონეს. ეს მომენტი ჩემ ცხოვრებაში მუდამ იცოცხლებს და მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.” – დაწერა მაილიმ.
ჰოლივუდის კომერციული პალატის ინფორმაციით, საირუსი ვარსკვლავს მრავალმხრივი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის მიიღებს, რომელიც თითქმის 25 წელს ითვლის. ის გასართობი ინდუსტრიის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ვარსკვლავის მინიჭების მომავალი წლის კანდიდატთა შორის დასახელდა.