ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას ლეგენდარული შემსრულებელი მეუღლესთან, კერი ჰარტთან და შვილებთან, 7 წლის უილოუ სეიჯთან და 2 წლის ჯეიმსონ მუნთან ერთად დაესწრო.
ამერიკელი არტისტის მხარდასაჭერად ცერემონიაზე ელენ დეჯენერისი და კერი კენი-სილვერი იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 39 წლის მომღერალმა ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში რიგით 2,656-ეა, მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პინკი პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. მის ანგარიშზეა 7 სტუდიური ალბომი, რომელთაგან უკანასკნელის რელიზი 2017 წლის 13 ოქტომბერს შედგა. Beautiful Trauma 61-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის.