LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰოლივუდში ჯადოქარი გამოჩნდა“ – 69 წლის კრის ჯენერის საოცარი გარდასახვა

539
page

ბოლო პერიოდში, „კარდაშიანების კლანის დედად“ წოდებული, კრის ჯენერის გარეგნობა განხილვის თემად იქცა. საქმე ისაა, რომ 69 წლის ჯენერი რადიკალურად შეიცვალა და მინიმუმ 15 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.

და აი, მან დაადასტურა, რომ მისი გაახალგაზრდავების უკან ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ნიუ-იორკელი სპეციალისტის, სტივენ ლივაინის „ოქროს ხელები“ დგას.

ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ კრისი საკუთარ ქალიშვილს, კიმს დაემსგავსა და მეტიც, ის უკვე მასზე ბევრად უკეთესადაც გამოიყურება.

„უკვე კიმ კარდაშიანზე უკეთ გამოიყურება“, „აი, ეს არის საოცარი გარდაქმნა“, „საოცარი ნამუშევარია“, „ჰოლივუდში ჯადოქარი გამოჩნდა“, – არ წყდება კომენტარები.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სპეციალისტთან გაიკეთეს პლასტიკური ოპერაციები დონატელა ვერსაჩემ და ლინდსი ლოჰანმა.

„როცა ყოფილი ქმარი ახლა უფრო ლამაზი ქალია, ვიდრე შენ“ – კეიტლინ და კრის ჯენერები ქალიშვილის წვეულებაზე გადაიკვეთნენ

კრის ჯენერმა საშობაოდ ქალიშვილებს ბოტოქსის ბარათები აჩუქა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები