LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლზი, დოჟა ქეთი და როუზი ლედი გაგას ახალ სიმღერაზე Abracadabra აღფრთოვანებას ვერ მალავენ

130
ლედი გაგა

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში ლედი გაგას ახალი სიმღერა Abracadabra და კლიპი გავრცელდა, რომელიც უკვე 14-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ეს გახლავთ გაგას  სტილში შესრულებული ახალი სიმღერა, ეპატაჟური და ძალიან დინამიკური კლიპით, სადაც გაგა თავის ქორეოგრაფიულ მონაცემებსაც ავლენს.

ლედი გაგას ახალი კლიპის პრემიერას მალევე მსოფლიო ვარსკვლავები გამოეხმაურნენ. პირველი, მუსიკოსი ჰოლზი აღმოჩნდა, რომელმაც „ინსტაგრამზე“ გაგას ახალი სიმღერა გააზიარა და მას „სიცოცხლის ახალი აზრი“ უწოდა, ამას მოჰყვა დოჟა ქეთის პოსტიც, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ლედი გაგას მსმენელია, ამჯერად მუსიკოსმა ახალი კლიპიდან  Abracadabra კადრები გააზიარა და დაწერა, რომ სიმღერას განუწყვეტლივ უსმენს და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მოსწონს.  

გაგას ახალი სიმღერით აღფრთოვანებულია როუზიც, რომლის დუეტმა ბრუნო მარსთან, სიმღერამ APT ყველა რეკორდი მოხსნა. როუზიმ, რომელიც ასევე ჯგუფ „ბლექპინკის“ ვოკალისტია, გაგას დედოფალი უწოდა.

„გრემის“ 14 გზის გამარჯვებული გაგას ახალი სიმღერა Abracadabra შესულია მუსიკოსის მეშვიდე სტუდიურ ალბომში Mayhem, რომელიც გაყიდვაში 7 მარტს გამოდის.

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის მიძღვნა ლოს-ანჯელესს – დუეტმა ,,გრემიზე” საკულტო ჰიტი შეასრულა და ჯილდოც მოიგო

ლედი გაგას როუზთან ერთობლივ სიმღერაზე არ უმუშავია – მათი მონაწილეობით ბრუნო მარსის ახალი სიმღერის კლიპი გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები