LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა

122
Homer

დეველოპერულმა კომპანიამ „ჰოუმერმა“ ივანე ჯავახიშვილის მოედნის #1-ში, XIX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში, სათავო ოფისი საზეიმოდ გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჰოუმერის“ პარტნიორი კომპანიები, უძრავი ქონების, სამშენებლო, დეველოპერული და საბანკო სფეროს წარმომადგენლები, არქიტექტორები და პროექტის „Homer Alpha“ მომავალი მაცხოვრებლები.

კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სრული პასუხისმგებლობის გააზრებით მთლიანად აღადგინა და მას სიცოცხლე დაუბრუნა.

დღეს ეს ოფისი არა მხოლოდ სამუშაო სივრცეა, არამედ ჰოუმერის“ ხედვისა და ღირებულებების ხელშესახები გამოხატულება, რწმენა იმისა, რომ ძველს ახალი ბუნებრივად უნდა აგრძელებდეს. დეველოპმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია კულტურული გარემოს, ადგილის ტრადიციისა და მომავლის შესაძლებლობების ერთმანეთთან ჰარმონიაში მოყვანა და გათვალისწინება.

„ეს შენობა ჩვენთვის არქიტექტურული ქანდაკება არ არის, ეს არის ცოცხალი სიმბოლო იმისა, თუ როგორ გვესმის განვითარება – ისტორიის პატივისცემა, ზრუნვა აწმყოზე და პასუხისმგებლობა მომავალზე. ეს არ არის უბრალოდ ოფისი – ეს არის არჩევანი. არჩევანი დავრჩეთ ღირებულებების ერთგულნი, გავაგრძელოთ ქალაქის ისტორია, შევქმნათ სივრცეები, სადაც განვითარება, მემკვიდრეობა და კულტურა თანაცხოვრობს და ერთად მუშაობს მომავლისთვის”, – ამბობს „ჰოუმერის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

შენობის აღდგენაზე პასუხისმგებელი არქიტექტორი და ამავდროულად კომპანიის ბიზნესისა და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი სოფო პატარაია აღნიშნავს, რომ პროექტის ძირითადი პრინციპი იყო ავთენტურობის შენარჩუნება და შენობის ფრთხილი გაცოცხლება.

შენარჩუნდა ყველა მნიშვნელოვანი და ტრადიციული დეტალი: აღდგა კიბის უჯრედი, ასევე უნიკალური სარკმელი, რომელიც ბუნებრივ სინათლეს სივრცეში ორგანულად ანაწილებს.

„ჰოუმერ ალფა“ – „ჰოუმერის” პირველი პროექტი

სათავო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა სალომე ლაზიშვილმა კომპანიის პირველი პროექტი „ჰოუმერ ალფა” წარუდგინა.  

„ჰოუმერ ალფა” არის მაღალი კლასის პროექტი პერსპექტიულ ლოკაციაზე, რომლის გამორჩეული ესთეტიკა – სახლი მოხატული ფასადით, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურული განვითარება და თანამედროვე მომსახურებისა თუ დაცვის სტანდარტი – დაინტერესებული ადამიანისთვის მიმზიდველ შეთავაზებად აქცევს .

„ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს – აქ თითოეულ დეტალზე წინასწარ არის ნაფიქრი და ის მაცხოვრებლის გრძელვადიან კმაყოფილებასა და ბედნიერებაზეა გათვლილი”, – ამბობს სალომე ლაზიშვილი.

„ჰოუმერ ალფა” ბობ უოლშის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის მიმდებარედ შენდება. ის მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, რეკრეაციულ ზონას, ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის გამოყოფილ სივრცეებს, სავარჯიშო ტერიტორიასა და სპორტულ მოედანს.

გარდა ამისა, მთელ პროექტში გათვალისწინებულია ჭკვიანი სახლის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტებთან, შენობაში გადაადგილებასთან, უსაფრთხოებასთან და სტუმრების  მიღების კომფორტთან.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს საჩუქრები გადასცეს – $1000-იანი ვაუჩერები მათ, ვინც მომავალში „ჰოუმერ ალფაში“ ბინის შეძენას გადაწყვეტს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g