Honda Civic Type R-მა მესამე რეკორდი დაამყარა. ჰონდას სუპერქარს მორიგი მიღწევა აქვს, მან ბელგიურ ტრასაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
რეკორდული წრის დროს ავტომობილის საჭესთან სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებული ცნობილი მრბოლელი ბერტრან ბაგეტი იჯდა. ბაგეტმა ბელგიური ტრეკი სულ რაღაც 2 წუთსა და 53,72 წამში გაიარა. აღნიშნული ავტოდრომის აბსოლიტურ რეკორდად კი დღემდე ლუის ამილტონის მაჩვენებელი ითვლება. მრბოლელმა დისტანცია ფორმულა 1-ის Mercedes-ით სულ რაღაც 1 წუთსა და 42,55 წამში დაფარა. სერიულ ავტომობილებს შორის კი ლიდერები Radical და Koenigsegg არიან და სრული წრის გასაკეთებლად მათ 2 წუთი და 16 წამი დასჭირდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდის დამყარებას „ჰონდაც“ გეგმავს და მოწვეულ პილოტთა შორის ჯენსონ ბატონი და ტიაგო მონტეირო იქნებიან.