LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda-მ, Jaguar-მა და Volvo-მ განსაკუთრებული დიზაინისთვის სპეციალური ჯილდოები მიიღეს

109

Honda-მ, Jaguar-მა და Volvo-მ განსაკუთრებული დიზაინისთვის სპეციალური ჯილდოები მიიღეს. Car Design Award 2018-ს წელს ტურინმა უმასპინძლა და კონკურსს 3 ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური უძღვებოდა. მათ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში: „კონცეპტ-ქარი“,“სერიული ავტომობილი“, და „ბრენდის დიზაინერული ენა“ შეარჩიეს. უკანასკნელ წლებში შექმნილი კონცეპტ-ქარებიდან ყველაზე მაღალი შეფასებები პატარა ელექტროჰეტჩბეკმა Honda Urban EV-მა დაიმსახურა. ჟურნალისტებმა იაპონური ბრენდის დიზაინერები რეტრო-მოტივებისა და ფუტურისტული ესთეტიკის საუკეთესოდ შერწყმისთვის შეაქეს. ჰონდას სულ ცოტათი ჩამორჩნენ, თუმცა მაინც კარგი შეფასებები დაიმსახურეს ასევე Genesis Essentia-მ და Mazda Vision Coupe-მ. სერიულ ავტომობილებს შორის კი ყველაზე კარგი შედეგი Jaguar E-Pace-მა დააფიქსირა. და ბოლოს, საუკეთესო დიზაინერული გადაწყვეტისთვის Volvo გამოარჩიეს, თუმცა არანაკლებ ნაყოფიერი წელი ქონდათ -Honda-სა და Jaguar-საც. აღსანიშნავია, რომ Car Design Award-ის პრემია პირველად 1984 წელს იტალიელმა სპეციალისტებმა დააარსეს და მისი გადაცემა 2016 წლიდან კვლავ აღდგა. ამჟამად კონკურსს ევროპელი, ამერიკელი და აზიელი ჟურნალისტები ერთობლივად უძღვებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები