LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ–კონგის ზოოპარკში 10 წლიანი მცდელობის შემდეგ პანდები დაწყვილდნენ

379
-111653041-oceanparkhongkong-yingyingandlele-beforemating-976

სანამ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, ჰონგ–კონგის ზოოპარკში ორი გიგანტური პანდა შეჯვარდა და მალე მათ ოჯახში ახალი წევრები გაჩნდებიან.

ინ ინის და ლე ლეს დაწყვილებას ადმინისტრაცია მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ახლა, ზოოპარკის დახურვის შემდეგ შეძლეს.

როგორც ჩანს, წყვილს მეტი ინტიმურობა სჭირდებოდა და დამთვალიერებლები მათზე ცუდად მოქმედებდნენ, პანდემიამ კი სრული სიმყუდროვე შექმნა.

ინ ინი

პანდების შეჯვარების სეზონი მარტიდან მაისამდე გრძელდება და როგორც წესი, მომვლელები ჰორმონთა ცვლილებასაც აკონტროლებენ, რომ საუკეთესო მომენტი არ გამორჩეთ.

ინ ინიმ და ლე ლემ ფლირტი მარტის ბოლოს დაიწყეს, ლე ლემ თავისი ტერიტორია დატოვა და ინ ინისკენ გადაინაცვლა. თავის მხრივ კი ინიმ, როგორც ნამდვილ ქალს შეეფერება, წყალში თამაში და პარტნიორის მოხიბვლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პანდის ორსულობის დადგენა მშობიარობამდე 14–17 დღით ადრე ხდება, თავად ორსულობის პერიოდი კი 10 თვემდე გრძელდება.

ლე ლე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g