დღეს სოციალურ ქსელში ფეხბურთელ რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის რძლის, მაკუნა ზედაშიძის დაბადების დღისა და შვილიშვილის ნათლობის წვეულებიდან უამრავი ვიდეო ვრცელდება.
ვიდეო: რეზი და შოთა არველაძეების მხიარული და ენერგიული ცეკვა რძლის იუბილეზე – სახალისო კადრები
კადრებში ჩანს, როგორ ერთობიან და ცეკვავენ წვეულების სტუმრები სხვადასხვა ჰიტზე.
მორიგ სახალისო კადრებს აქვეყნებს „ტიკ-ტოკზე“ „backstagevideos“ – თეონა თავართქილაძე შვილთან, ვატოსთან ერთად ABBA-ს ცნობილ ჰიტზე ცეკვავს, მოგვიანებით კი ენერგიულ ცეკვას არველაძეების დედა შვილშვილთან ერთად განაგრძობს.
აღსანიშნავია ცეკვის დროს თეონა თავართქილაძის მიერ შესრულებული ეფექტური ილეთიც – ე.წ. „შპაგატი“, რომლითაც მან წვეულების სტუმრები აღაფრთოვანა.