ჩინეთის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციაში შესვლისა და გასვლის შეზღუდვებს 25 მარტიდან გააუქმებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, უხანში შეზღუდვები 8 აპრილს მოიხსნება.
განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ფონის გაუმჯობესების შედეგად მიიღეს.
ვრცელდება უხანის ექიმების რეკომენდაციები: როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ინფექციის მატარებელი და რა უნდა გავაკეთოთ
სიმპტომები და პროფილაქტიკა - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ჰუბეის პროვინციაში შესვლას გადაწყვეტენ, უნდა წარმოადგინონ „ჯანმრთელობის მწვანე კოდი“.
„ჯანმრთელობის კოდის“ მისაღებად კი საჭიროა, წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ: სრული სახელი, პირადობის დამადასტურებელი ნომერი, ტელეფონი, ბოლო ცნობები გადაადგილების შესახებ, კონტაქტები და ასევე აუცილებელია კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
თუ ადამიანი ჯანმრთელია და მისი კონტაქტებიც ნორმაშია, მას „მწვანე კოდს“ მისცემენ, ხოლო თუ ადამიანი ავადაა და გარშემომყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს, მას „წითელ ბარათს“ მისცემენ.
შეგახსენებთ, ჰუბეის პროვინციასა და უხანში კარანტინი 23 იანვრიდან მოქმედებს.