„ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი ხელსმისაწვდომი მედიკამენტებით დღეს პირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები ისარგებლებენ.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, მთავარი ამოცანა იყო სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა – ხარისხის კონტროლი და კონკურენციის უზრუნველყოფა.
მინისტრის განმარტებით, ამ მხრივ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო და კომპანიები ქართულ ბაზარზე მოქმედებებს იწყებენ.
„ჩვენი ამოცანა არ ყოფილა რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ ჩვენი ამოცანა იყო სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა – პირველი, ხარისხის კონტროლი და მეორე კონკურენციის უზრუნველყოფა. შედეგი გამოიღო ამ ნაბიჯებმა და დღეს იწყებს ერთი კომპანია კონკრეტულ ქმედებებს. დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და პირველი აქტივობა დღესვეა დაგეგმილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პაციენტები ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.