LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai და General Motors მანქანებს ერთად გამოუშვებენ

114
Hyundai და General Motors მანქანებს ერთად გამოუშვებენ

Hyundai და General Motors ახალ მანქანებზე ერთად იმუშავებენ. კორეულმა და ამერიკულმა კომპანიებმა მოულოდნელად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს მემორანდუმი როგორც საწვავზე მომუშავე, ასევე სრულად ელექტრონულ ავტომობილებს ეხება, ორივე მსუბუქ და კომერციულ სეგმენტში. შესაძლოა ორმა ბრენდმა წყალბადზე მომუშავე ავტომობილის შექმნაზეც გააერთიანოს ძალები და ერთმანეთს რესურსები გაუნაწილოს.

კომპანიების თანამშრომლობა მემორანდუმზე ხელის მოწერისთანავე დაიწყება. მიზანი – ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ავტომობილის გამოტანაა და ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოხდეს.

ძალების გაერთიანება Hyundai-სა და GM-ს ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს, ამასთან საწარმოო პროცესი ბევრად უფრო დაჩქარდება. ამ გზით ისინი ჩინურ კომპანიებსაც შეებრძოლებიან, რომლებიც საზღვრებს გარეთ ბაზრებზე პოზიციებს სულ უფრო და უფრო იმყარებენ, განსაკუთრებით „ელემენტიანი“ მანქანების სეგმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები