LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ მიუნხენში  ყველაზე პატარა Ioniq წარადგინა

105
Hyundai-მ მიუნხენში  ყველაზე პატარა Ioniq წარადგინა

მიუნხენის ავტოსალონზე Hyundai-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი Concept Three – კომპაქტური ელექტრომობილის კონცეპტი, რომელიც სერიაში უკვე 2026 წლიდან გამოჩნდება. ბრენდის ცნობით, საბოლოო ვერსია ნაჩვენები მოდელის იდენტური იქნება. ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა მოსალოდნელია ორ ძრავიანი დანადგარი და 600 კმ-ზე მეტი სავალი მარაგი.

სერიულ მოდელს, სავარაუდოდ, Ioniq 3 დაერქმევა და ევროპულ ბაზარზე იქნება გათვლილი. მისი სიგრძე 4 288 მმ იქნება, რაც მას ელექტრო Volkswagen Golf-ის პირდაპირ კონკურენტად აქცევს.

Hyundai ახალ კონცეპტს „აერო ჰეტჩბეკს“ უწოდებს: სკულპტურული დიზაინით, თითქმის ვერტიკალური საბარგულის კარით და პიქსელური დეკორით, რომელიც უკვე Ioniq-ის სავიზიტო ბარათად იქცა. ფოლადისფერს ეფექტურად უსვამს ხაზს ლიმონისფერი დეტალებით გაფორმებული მინა და დისკები.

სალონში გამოყენებულია გამბედავი ფერთა კომბინაცია: ყვითელი და ვარდისფერი ტონები რბილი გრადაციებით. ცენტრალური დიდი ეკრანის ნაცვლად, მძღოლი შეძლებს ინდივიდუალურად მოირგოს საჭირო მოწყობილობების პანელი.

ავტოსალონის დიზაინში გამოყენებულია ეკო მასალები – ტექსტილი ოკეანის ნარჩენებისგან და ალუმინის მასალა.

მოდელს საკუთარი ციფრული ავატარიც აქვს – ბატონი პიქსი, რომელიც მძღოლს კონცეპტის საიდუმლოებებს გაუმხელს და ავტომობილთან ინტერაქტიურ ურთიერთობას შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები