Hyundai-ს ელექტროქარების გაყიდვების მაჩვენებლის გაყალბების გამო სასამართლოში უჩივიან. სამხრეთ კორეული მწარმოებელი ამერიკელ დილერებს აიძულებდა, რომ ელექტრონული მანქანების გაყიდვების მაჩვენებელი გაეზარდათ, ბუნებრივია, მხოლოდ „ქაღალდზე“.
იმ გამყიდველებს კი, რომლებიც მონაცემების ფალსიფიცირებაზე უარს ამბობდნენ, სანქციებით ემუქრებოდნენ, აკლებდნენ ბონუსებს და ა.შ. ასეთ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ამერიკული პრესა ავრცელებს.
თავად Hyundai-ში კი ამბობენ, რომ კერძო გამოძიება უკვე ტარდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე Hyundai-მ გამოაქვეყნა რელიზი, რომელიც იუწყებოდა რომ ივნისში აშშ-ში 4669 ელექტრომობილი გაიყიდა, ანუ 9%-ით უფრო მეტი ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. ხოლო 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგებით ბრენდმა ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 33%-ით გაზარდა.