ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც მომღერალ ია ჩანტლაძეს და მის იტალიელ მეუღლეს, ჯანკარლოს მერკადანტეს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ.
25 ივნისს მომღერლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბედნიერმა დედიკომ ახლახან შვილების ფოტოსესია გამოაქვეყნა და დაწერა:
„აი, დადგა 25 ივნისი, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ჩემს ცხოვრებაში!
ერთი წლის წინ მოვიდნენ და თავდაყირა დააყენეს ყველაფერი, გაანათეს, გაათბეს ჩემი სამყარო და ჭკუიდან გადამიყვანეს!
ჩემი ციყვები, მია და ალესანდრო, 1 წლის გახდნენ.
ფოტოებისთვის მადლობა #Sunnystudio“.