LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ია ნინიძეს ვარსკვლავის გახსნას, სასწაული ბავშვი, ამომავალი ვარსკვლავი მათე მარტიაშვილი და ანსამბლი „შავნაბადა“ მიულოცავს“ – დავით ოქიტაშვილი მსახიობის საიუბილეო თარიღზე

2545
დავით ოქიტაშვილი

დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული კინოს და თეატრის მშვენებას, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა და 28 მაისს, რუსთაველის თეატრში მისი საიუბილეო საღამო გაიმართება.

ოქიტაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ია ნინიძეს ვარსკვლავის გახსნას პროექტ „რანინას“ მონაწილე მათე მარტიაშვილიც მიულოცავს და ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად სიმღერას „ოღონდ შენთან მამყოფინა“ შეასრულებს.

„მინდა გაგახაროთ ,რომ ჩვენს იას საიუბილეო თარიღს და ვარსკვლავის გახსნას მიულოცავს სასწაული ბავშვი ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი მათე მარტიაშვილი და ანსამბლი „შავნაბადა“, – წერს დათო ოქიტაშვილი.

მათე მარტიაშვილის დედა თინათინ ჭულუხაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის დათო ოქიტაშვილს ამ შესაძლებლობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები