გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
“მე ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა აქვთ შერჩენილი [არასამთავრობო ორგანიზაციებს]. ზოგადად, ამ კანონის მოქმედებას რომ არ ემორჩილებიან, ეს მესიჯი მომწონს და მგონია, რომ სწორია ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ასეთი დარტყმის ქვეშ დაყენება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, არ ვიცი შეიძლება ჰქონდეს თუ არა ის მნიშვნელობა, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეცვალოს, მაგრამ პროცესის გაგრძელების თვალსაზრისით, ალბათ, ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ჟესტია, თუმცა არ მჯერა, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ამავე თემაზე საუბრისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ემოციებს უნდა მოუკლონ და “აზროვნება დაიწყონ”.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.