LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: კახა ოქრიაშვილი საქმის გასარჩევად ჩემს მეგობრებთან მისულა.. შეიძლება გარეთ დაცვით დადის, ჩვენზე მეტი ფული აქვს, ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსური ხართ

82
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (46)

საკანონმდებლო ორგანოში, საშემოდგომო სესიის გახსნისას დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდნენ.

“გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კახა ოქრიაშვილს მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, კახა ოქრიაშვილი საქმის გასარჩევად იყო მისული მის მეგობრებთან და სხვას არ უკადრებია ის, რაც მან იკადრა.

“კახა ოქრიაშვილი საქმის გასარჩევად ჩემს მეგობრებთან მისულა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მას შეურაცხყოფა მივაყენეთ. მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ ბატონმა ოქრიაშვილმა ბრძანა რომ ჩვენ „ქართულ ოცნებისგან“ მართული ხალხი ვიყავით.

ჩვენ ამაზე პასუხი მოვთხოვეთ, მტკიცებულებების წარმოდგენა, ჩვენი შეურაცხყოფა ამას ეფუძნებოდა. დღეს მას უთქვამს ჩემი მეგობრებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სთხოვდა, რომ „გირჩი“ დაეფინანსებინეთ. ანუ ადამიანს ხელი დაადო. მაინტერესებს ეს ამბავი, ჩემი კითხვები ამ სიტყვების ავტორთანაც არის და „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“.

ვეკითხები ოქრიაშვილს, როდინდელია ეს ამბავი?

  • შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილის თხოვნა?
  • ვის გადაუხადა ფული თუ თხოვნა შეასრულა, რამდენი გადაუხადა?
  • ვისაც ფული გადაუხადა იქიდან ვინ არის დღეს „გირჩის“ შემადგენლობაში?
  • როგორ მოიპოვა ივანიშვილის ნდობა ისე, რომ მას ეუბნებოდა ივანიშვილი ვისთვის უნდა გადაეხადა, ოპოზიციური პარტიები როგორ უნდა დაეფინანსებინა?
  • ასეთი კაცი, რომელსაც ასე ენდობოდა ბიძინა ივანიშვილი, თუ ეს ყველაფერი მართალია „ნაცების“ სიაში როგორ აღმოჩნდა?
  • იქნებ ესეც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა?

ამხელა ოპოზიციურ პარტიაში, ჩვენს მხარეს ზის ოპოზიციონერად დეპუტატი, რომელიც შეიძლება სულ სხვა ვინმეს დავალებას ასრულებს?

უფიქრია ამაზე „ნაციონალურ მოძრაობას?“

სხვას არ უკადრებია ის, რაც ოქრიაშვილმა ჩვენთან იკადრა. ადამიანი ასეთი ბიოგრაფიით რომ მოძრაობს, ყოველთვის რომ მმართველ პარტიაშია, რა მორალური უფლებით იმუქრება რაღაცას. შეიძლება გარეთ დაცვით დადის, ჩვენზე მეტი ფული აქვს, ამ დარბაზში ჩვენთან შედარებით ძალიან უსუსური ხართ, ბატონო ოქრიაშვილო“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g