LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ნებისმიერი ევროპელი დიპლომატი თავს ვალდებულად მიიჩნევს, გითხრას, რომ პალატაში მოკოტრიალე კაცით ნუ მოდიხართ ევროპაში, ეს თემა მოაგვარეთო

150
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის რაც დღეს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, უხერხული ვითარებაა.

აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ თქვა, რომ ევროპელი პარტნიორების გზავნილები გასაგები უნდა იყოს:

„მომაკვდავი პატიმრის საქმე მეხუთე დღეა, სააპელაციო სასამართლოში დევს, როგორც ჩანს, ზემოდან დირექტივა არ მიუღიათ, რა უნდა გააკეთონ“ – სააკაშვილის ადვოკატი

„წარმოიდგინეთ, ჩადიხართ ქვეყანაში, რომელსაც უნდა ევროპაში შესვლა, ვიზალიბერალიზაციით უკვე სარგებლობს და უნდა, რომ კანდიდატი გახდეს, ამ დროს ხედავ, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ციხეში ზის, ხან ლოგინზე გორავს, ხან იატაკზე კოტრიალობს, ხან 67 კილოა, ამ კადრებს ატრიალებენ ყოველდღე და თან გეუბნებიან, რომ ევროპაში ასეთი მიგვიღეთო.

ალასანია სააკაშვილზე: „ადამიანი გაილია.. მზაობაა, რომ მოკლან.. 38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალია, წონა 66 კგ და 700 გრამი

იმდენად უხერხული გამოდის, რომ ნებისმიერი ევროპელი დიპლომატი თავს ვალდებულად მიიჩნევს, გითხრას, აქ რა ხდება. მოდი ეს საქმე გაარკვიეთ, თუ ჩვენთან გინდათ მოსვლა.

„არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა..“ – სამადაშვილი

დასაჭერია, არ არის დასაჭერი, გასასამართლებელია, არ არის გასასამართლებელი, ამ პრობლემით პალატაში მოკოტრიალე კაცით ნუ მოდიხართ ევროპაში, ეს თემა მოაგვარეთ, ასე მესმის ამ გზავნილის შინაარსი.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობით EU-ს წევრების შეშფოთება „ფეიკზეა“ დაფუძნებული

დეპუტატის მოსაზრებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუ ვინმეს უნდა მას მართლა დაეხმაროს, უნდა მოუწოდოს, რომ მეტი საკვები მიიღოს.

ჩვენ თუ გინდივართ, უნდა შეიცვალოთ, ხომ ძალიან გასაგები და ბუნებრივი გზავნილია. გვეუბნებიან იმ ნაკლს, რომელიც ევროპისთვის გვაქვს, როგორც ევროპის კანდიდატ ქვეყანას.

სხვა ნაკლებთან ერთად ერთადერთი არის ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში, რომ კოტრიალობს და იხვეწება გამომიშვითო, კედლებზე დადის, ეს საკითხი ასე არ უნდა დატოვო, რაღაც უნდა მოიფიქრო.

მაშინ სასამართლო უნდა გქონდეს ისეთი, რომ დაეჯერებოდეს მტყუან-მართლის გაშვება, მაგრამ თუ შენ გყავს სასამართლო, ახლა რომ ციხეში კოტრიალობს იმან შექმნა იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჩაესვა ციხეში, ახლა თვითონ მოუწია ეს, მაგან არავინ აღარ დაგიჯერებს.

სააკაშვილს იმდენი რამ აქვს სათქმელი, აქამდე რომ არ ამბობს, ის მიკვირს. საერთაშორისო პარტნიორებისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვის რამდენი აქვს სათქმელი იცით?

მართლა რომ აზრზე მოვიდეს, ბევრი სიმართლის თქმა მოუწევდა. ჩემი აზრით, პარტნიორებზე მხოლოდ მადლობა აქვს სათქმელი.“ – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს.

განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს. EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები