LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა..“ – სამადაშვილი

142
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

„არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით, სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა,“ – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ ოფიციალურ გზავნილს. სამადაშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის დემარში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იმართება და ეს „ძალიან მაღალი შეშფოთების დაფიქსირებას ნიშნავს“.

ამასთან, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ „ეს უნდა იყოს ყველასთვის სიგნალი, რომ ამ საკითხის დაყოვნება საგანგაშოა.“

„ლელოს“ პოზიცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა გადაუვადდეს სასჯელი, უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებულებას, ვინ ფიქრობს, რომ სააკაშვილს რაღაც შეეშალა ან დანაშაული აქვს ჩადენილი.

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა

მოცემულ ვითარებაში როდესაც მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა დაკავშირებულია ამ ქვეყნის მომავალთან, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი მთავარი ამოცანაა და ყველაფერი სხვა ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა. ეს უნდა იყოს ყველასთვის სიგნალი, რომ ამ საკითხის დაყოვნება საგანგაშოა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„ევროკავშირის ქვეყნებმა დემარშით სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ” – გია ვოლსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g