LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ვერ დავადგინე ჩვენს რეიტინგს რატომ არ ზომავენ –  წინა კვლევაში მაგალითად, გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ

125
BeFunky-collage (3)

“გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევა არაკვალიფიციურად არის ჩატარებული.

კვირას რომ არჩევნები იყოს: “ოცნება” – 31%, ენმ – 16%, გახარია – 4% – IRI-ის კვლევის შედეგები

იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, გამოკითხვის ფარგლებში რატომ არ არის “გაზომილი“ მათი პარტიის არც ერთი წარმომადგენლის რეიტინგი.

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: შეადარეთ ჩვენი სახეები გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის სახეებს

“ვერასდროს დავადგინე ჩვენ რატომ არ გვზომავენ. ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია და ტელევიზორში არც ჩვენზე ხშირად ჩანს – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში მაგალითად გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ – არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, “არ ვიცი“, “არ გადამიწყეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ კვლევები არაკვალიფიციურია.

არაკვალიფიციური კვლევები კი პესიმიზმს აჩენს აშშ-სა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g