LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანოშ ჰერმანი: ვიმედოვნებთ, ევროკავშირში სულგუნითა და მაწვნით ვისიამოვნებთ

124

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამ პოსტით ჰერმანი გამოეხმაურა გუშინ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ კავკასიის რძის სექტორის კონგრესს. „კავკასიის რძის სექტორის კონგრესზე ხაზი გავუსვით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებს ექსპორტიორებისთვის, ასევე, საქართველოს მოქალაქეების სარგებელს, რომელსაც მიიღებენ უკეთესი ხარისხისა და უფრო ჯანმრთელი რძის პროდუქტებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირში ვისიამოვნებთ სულგუნითა და მაწვნით“, – წერს ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახესენებთ, კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა გუშინ მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი – ინიციატივით “ევროკავშირი ბიზნესისათვის” – და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონგრესს კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მიმწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g