2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 31.8 % -ით გაიზარდა და 1249.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთავრობის ცნობით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება.
დადებითი ტენდენციები ფიქსირდება სხვა მმართულებითაც:
2017 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 29.1%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 26.2%-ით;
2017 წლის იანვარ-მაისში 20.3%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.
“საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.