LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.02 ლარი შეადგინა

109
იმერული ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2025 წლის იანვრის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.02 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 0.2%-იანი კლებაა, წლიურ ჭრილში კი 6.1%-იანი მატება.

საანგარიშო პერიოდში იმერული ხაჭაპური მოსამზადებლად ყველაზე იაფი (6.71 ლარი) ბათუმში, ყველაზე ძვირი კი (7.94 ლარი) თელავში იყო.

ცალკეული ინგრედიენტების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი უმეტესობა წლიურად გაძვირდა: კარაქი (+15.1%), ყველი (+9.5%), საფუარი (+4.5%) და რძე (+1.3%), კვერცხის (-6.5%) და ფქვილის (-0.2%) ფასებმა კი იკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g