LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო

131
russia export

2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აქედან, ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 25.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარში, 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.

საქსტატის მიერ 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g