LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეა: გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

153
ელჩთან შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეს წარმოადგენს.

საუბრისას ხაზი გაესვა, COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს პანდემიის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებს ამ კუთხით იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ასევე, ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოების აუცილებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები