LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ19-ით “0” სიკვდილიანობა, დიახ არ გეშლებათ, 126 მილიონიან ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაცვლილა დღეს: გიორგი ფხაკაძე

15831
გიორგი-ფხაკაძე131

“ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარულისა”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს იაპონიაში კოვიდ-19-ით არავინ გარდაცვლილა.

“იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებით, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს

როგორ? მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.

ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ

ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული

დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია”,- წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g