LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში კლუბი „თამადა“ შეიქმნა, რომელიც მიზნად ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს

48
ipiccy-image

იაპონიაში კლუბი „თამადა“ შეიქმნა, რომელიც მიზნად ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. აღნიშნულ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ უკვე ამუშავდა კლუბ „თამადა“-ს ვებგვერდი, სადაც დაწვრილებით არის განმარტებული კლუბის სტრუქტურა, მიზნები, გაწევრიანების პროცედურა და სხვ. ასევე თავსდება ინფორმაცია კლუბის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების შესახებ. საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქ-ბნ. ემი კაკინუმას, ბნ. იოშიუკი კაკოის, ბნ. იუ იგარაშისა და ქ-ბნ. ნამიკო მიაშიტას ვებსაიტის შექმნასა და კლუბის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის.

შეგახსენებთ, რომ კლუბი „თამადა“ შეიქმნა ჩვენი საელჩოს ინიციატივით და იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამჟამად, კლუბში 500-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.

მოხარულები ვიქნებით, თუ კლუბში ქართველი მეღვინეები, სომელიეები, ან უბრალოდ ღვინისა და სამზარეულოს მოყვარულებიც გაერთიანდებიან, რადგან კლუბი „თამადა“ გვთავაზობს ფართო პლატფორმას ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლისა და ბიზნესურთიერთობების გააქტიურებისათვის. სამოტივაციო წერილის მიღების შემთხვევაში, მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი მსურველის გაწევრიანების მოთხოვნა. https://www.gaumarjos.jp/“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები