იაპონიაში Pagani Zonda-ს 760 სერიის უკანასკნელი ავტომობილის პრეზენტაცია შედგა. ახალი მოდელი სერიის რიგით მესამე კაბრიოლეტია.
ძარის ძირითადი ელემენტები ცისფერი კარბონით არის დაფარული და დიზაინი Zonda Cicque-ს მიხედვით დამზადდა. განახლებულ ავტომობილს უახლესი გამშვები სისტემა და დისკები აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ Kiryu 760 სერიის წევრია, ძრავი უცვლელი დარჩა. ახალ მოდელს სტანდარტულად 7.3 ლიტრიანი V12 ტიპის ატმოსფერული ძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 760 ცხენის ძალაა. თუმცა, ჯერჯერობით გადაცემათა კოლოფის ან წამყვანი თვლების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.