„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყველაზე პატარა მონაწილე, ლიზა ყენია, რეპეტიციაზე დაშავდა. მან სარეპეტიციო დარბაზში, ერთ-ერთ ტრენაჟორს შუბლი დაარტყა, რის შემდეგაც მისი არამიანიცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმებმა აღნიშნეს, რომ საღამომდე დააკვირდებოდნენ პაციენტს და ამის შემდეგ იტყოდნენ, შეიძლებოდა თუ არა ორშაბათის ლაივში მისი მონაწილეობა.
როგორც გაირკვა და ამის შესახებ თავად ლიზა წერს, მას ტვინის შერყევა არ აქვს და ორშაბათს, ქართული ცეკვების ტურზე გამოსვლას შეძლებს.
ლიზა წერს:
„დილა მშვიდობისა, უღრმესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის, იმისთვის, რომ ინერვიულეთ და გამამხნევეთ. ღვთის წყალობით, კარგად ვარ და აუცილებლად ვიცეკვებ. იმისთვის, რომ ამ ორშაბათს პროექტი არ დავტოვოთ, გვჭირდება ძალიან ბევრი ესემესი, რისთვისაც გთხოვთ, რომ უბრალოდ, გამოაგზავნოთ მესიჯი ნომერზე 95 339. წნასწარ გიხდით დიდ მადლობას თითოეული ესემესისთვის და თანადგომისთვის. განსაკუთრებით, ჩემს პატარა მხარდამჭერებს“.
