LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცოდნენ თუ არა გერმანიაში სეზონურად დასაქმებულებმა რაზე აწერდნენ ხელს – პეტრიაშვილი განმარტავს

208
BeFunky-collage

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ხელს რაზე აწერდნენ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე უარყოფს.

როგორც ირაკლი პეტრიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, კონტრაქტის პირობები პროფკავშირებისთვის ცნობილი იყო და დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზეც იყო განთავსებული.

გერმანიაში დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს, ნამუშევარ საათებს აუნაზღაურებენ

“10-11 დღით ადრე მქონდა კონტრაქტის ასლი, რასაც სთავაზობდნენ და ეს დასაქმების სააგნეტოს ვებ-გვერდზეც იყო გამოქვეყნებული. ასე რომ, რა პირობებით უნდა წასულიყვნენ ადამიანები გერმანიაში, თუ მათ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა, ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ.

კონტრაქტში ისეთი არაფერი წერია, რომ ასეთ პირობებში აღმოჩენილიყვნენ. უნდა ყოფილიყო ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ნორმალური გარემო”. – განაცხადა “ფორტუნასთან” ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ჰქონდა კომუნიკაცია კოლეგებთან, გერმანიის პროფკავშირებთან და მათთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ის კადრები, რაც გადაუგზავნეს.

“ისინიც ჩართული არიან და გერმანული მედიაც ამ საქმის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ტუმცა ეს დამსაქმებლის სურვილზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან დამსაქმებელმა დაარღვია არა მხოლოდ კონტრაქტი, არამედ გერმანიის კანონმდებლობაც, რადგან არ ჰქონდათ უფლება, თუ ეს დადასტურდა რა თქმა უნდა, 2-3 დოლარით შემოფარგლულიყვნენ საათობრივად, მითუმეტეს ამ თვალსაზრისით გერმანიაში ანაზღაურება გაცილებით მეტია”.- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g