LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იძულებითი დეპორტაციის შემდეგ, რუსეთი უკრაინის მოქალაქეებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებს: ლუდმილა დენისოვა

106
277810172_518814249599852_2180985609476949245_n

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ იძულებითი დეპორტაციის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მოქალაქეებისთვის იძულებითი პასპორტების გაცემა დაიწყო. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი წერს, რუსეთის ხელისუფლებამ ყველზე მოწყვლადი ადამიანების, ქალების, შშმ პირების და პენსიონერების დაშინებით, რუსეთის მოქალაქეობის მიღების 14 000 განცხადება მიიღო, აქედან პასპორტი 12 000-მა პირმა მიიღო.

„რუსი ოკუპანტის ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს გააგრძელოს ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის იძულებითი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სივრცეში.

პასპორტიზაცია უკანონოა და არ არის აღიარებული უკრაინაში, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ჟენევის კონვენციის პირდაპირ დარღვევას“, – წერია ლუდმილა დენისოვას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g