LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა” – ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას “კავკასიის” ფინანსური დახმარებისთვის მიმართავს

603
ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას “კავკასიის” მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც მედია მენეჯერი წერს, ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და მისი არსებობის საკითხი დგას.

“მინდა დახმარება გთხოვოთ. იძულებული ვარ ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ბოლო დროს გადარჩენა. ტელევიზია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. განვითარების გეგმებზე აღარ ვლაპარაკობ, უბრალოდ არსებობის საკითხი დადგა. მარტოები ვერ დავძლევთ ამ პერიოდს. ქართული ბიზნესის იმედიც არ მაქვს. ვიცი, რომ არარეალური იდეაა ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა, მაგრამ არ ვეშვები მცდელობას. ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისმიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი. მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ”, – წერს ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g