LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იელთი ჯგუფი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების წარმდგენია

422
იელთი ჯგუფი

„იელთი ჯგუფი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის მთავარი წარმდგენი პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა, მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ სირაძემ და „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა მამუკა მახარაძემ მოაწერეს.

პარტნიორობა ეფუძნება საერთო მიზანს: საქართველოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის მაღალი ნიშნულის შექმნა და ინდუსტრიის მიღწევების აღიარება.

„იელთი ჯგუფის“ საქმიანობა დეველოპმენტთან ერთად მოიცავს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებებს. საქმიანობის მასშტაბს ადასტურებს ისიც, რომ პროექტებში მესაკუთრე-ინვესტორები 71 ქვეყნის პასპორტით არიან წარმოდგენილი.

საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან თანამშრომლობა, სასტუმროების და აპარტოტელების განვითარება და ინოვაციური  სერვისების დანერგვა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა.



„საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერა სრულად ეხმიანება „იელთი ჯგუფის“ ხედვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი პროექტების განვითარებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ მთლიანად ინდუსტრიის წინსვლას. ეს პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, სექტორის გამორჩეული მიღწევების წარმოჩენას და საქართველოს, როგორც საერთაშორისო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას“, განაცხადა „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა მამუკა მახარაძემ.

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება წელს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ჩვენი მიზანია, ის იყოს არა მხოლოდ ყოველწლიური დაჯილდოება, არამედ სანდო პროფესიული პლატფორმა და ხარისხის რეალური ორიენტირი ინდუსტრიისთვის. სწორედ ამიტომ, წელს მნიშვნელოვნად განვაახლეთ როგორც პროექტის ფორმატი, ისე შეფასების მეთოდოლოგია.

ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ განახლებულ პლატფორმას მხარდაჭერას უცხადებს ბაზრის ლიდერი კომპანია „იელთი ჯგუფი“.  ეს გვაძლევს მეტ შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ ადამიანები და ბიზნესები, რომლებსაც ქართული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, ასევე ხელი შევუწყოთ პროფესიული სტანდარტების მუდმივ განვითარებას და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას” – ელენე ოთარაშვილი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან  აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს. 2026 წელს პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა  და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები