ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისშია, იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. გენერალურ მდივანი ხელმძღვანელობს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები არიან.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში რიგით მეოთხეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაშიუპრეცედენტო შემთხვევაა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
8 სექტემბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა, ასევე გაიმართება სამუშაო ლანჩი გენერალურ მდივანთან და დელეგაციაში მყოფ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.
