იერუსალიმის შემოგარენში განგაშის სირენა ჩაირთო, რომელიც მოსახლეობას შესაძლო სარაკეტო იერიშის შესახებ აფრთხილებს.
ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.
🚨 RIGHT NOW: Sirens sounding in the Jerusalem area 🚨
— Israel Defense Forces (@IDF) August 7, 2022
პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.
6 აგვისტოს დილით ისრაელმა ღაზის სექტორზე თავდასხმები განაახლა და განაცხადა, რომ ეს იყო პრევენციული დარტყმა ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა.
თავის მხრივ, პალესტინამ შურისძიების მიზნით ისრაელის მიმართულებით საპასუხოდ მინიმუმ 160 რაკეტა გაისროლა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათით” იქნა განადგურებული.