კანადელმა ცოლ-ქმარმა ლატარიაში იგივე თანხა მოიგო, რაც პირველი მცდელობისას, 12 წლის წინ. ამის შესახებ სააგენტო Upi წერს.
ნენსი და რობერტ უიტენებმა ლატარია ითამაშეს და 7 ციფრიდან 6-ის გამოცნობა შეძლეს. იღბალმა წყვილს 70 ათასამდე დოლარით გამდიდრების საშუალება მისცა. მოგების შესახებ ნენსიმ და რობერტმა ერთად, სახლში ყოფნის დროს გაიგეს. მათი თქმით, ბილეთი სამჯერ შეამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ყველაფერი სწორად გაიგეს. „ეს რეალობას არ ჰგავდა“, – აღიარა ნენსიმ.
ცოლ-ქმარი 41 წელია ქორწინებაში იმყოფება. 2012 წელს მათ ლატარიაში უკვე მოიგეს ანალოგიური თანხა. „რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჯეკ-პოტი მეორედ მოვხსენით – აღნიშნა რობერტმა. – ამის შესახებ ჩვენს ვაჟს ვუამბეთ და ჩვენს გამო ისიც ძალიან ბედნიერია.“
ნენსი და რობერტი მოგებული თანხით სახლის შეკეთებას აპირებენ.