პარლამენტის სახელით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ვეტერანებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიულოცა.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებმა საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრად სასურსათო ნაკრები და მისალოცი ბარათები მიიღეს.