LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იხვები აუზში საშიშია: რატომ იწყება ყველა პანდემია ჩინეთიდან

208
9ow

ისტორიული ფაქტია, რომ ეპიდემია ხშირად წარმოიქმნება ჩინეთიდან. ნაკლებად ნათელია, რატომ ხდება ასე.

ეს უკავშირდება ქვეყნის გეოგრაფიას, ხალხის საკვების უპირატესობას თუ სამთავრობო  წარუმატებლობებს.
ჯერ იყო ფრინველის გრიპი, ახლა კოვიდ-19 გავრცელდა ისევ და ისევ ჩინეთიდან?

ჩნდება კითხვა რატომ?

პასუხის გაცემას გამომცემლობა Neue Zürcher Zeitung შეეცადა. 

გამოცემა ამტკიცებს, რომ ამის ბუნებრივი მიზეზები არსებობს.

ჩინეთი არის ქვეყანა ძალიან დიდი მოსახლეობით, რომლებიც მცირე ადგილზე არიან დასახლებული. სოფლის მეურნეობისთვის არეალი პატარაა.

სოიო და მისგან დამზადებული პროდუქტები ჩინეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცილის პირველად წყაროს წარმოადგენენ საუკუნეების განმავლობაში.

დღეისათვის ჩინეთი მსოფლიოს სოიოს მარაგების უდიდესი მომმარაგებელია.

ქათმები და ღორები რჩებიან სოფლის მეურნეობის ორ ტიპად, რომლებიც ადამიანებს ვირუსების შტამებს გადასცემენ.

ჩინეთში იხვებისა და ბატების მოშენება ფართოდ არის გავრცელებული.

„ჩინეთში ფრინველის გრიპის გადაცემის მხრივ საფრთხე პირველ რიგში იხვებისგან მოდის. მათ ტბები სჭირდებათ, რომლებსაც პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე სუფთა ჰაერზე აწყობენ. შედეგად შესაძლებელი ხდება გარეული და შინაური ფრინველების კონტაქტი და მათ შორის სხვადასხვა ვირუსის გადაცემა. სწორედ ამიტომ ჩინეთში შინაური ფრინველის მიერ ვირუსის ადამიანზე გადადების ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, – წერია სტატიაში.

 

სტატიაში ასევე საუბრობენ უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე, რომელსაც ჩინეთში ფრინველების მოვლისას უშვებენ. ფრინველების ბაზარში გადაყვანის დროსაც კი ისინი შეცდომებს უშვებენ. ფრინველები ძალიან ვიწრო გალიებით გადაჰყავთ ბაზრობაზე.

Industrial animal husbandry predominates in China - geese in narrow cages on the way to the market.

ამასთან არაერთი კადრი არსებობს, სადაც ჩანს, როგორ არ იცავენ ელემენტარულ სისუფთავის წესებს ჩინურ ბაზრებში, სადაც სხვადასხვა ტიპის ცხოველის ხორცი იყიდება.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს გადასცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები