LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

120
BeFunky-collage (1)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

ილია დარჩიაშვილი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

„დღევანდელი დღე იყო ძალიან წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ერთიანობა ჩვენს პრობლემებთან მიმართებით. ძალიან ბევრისგან მოვისმინე ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენი მისიაა, რომ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ პარტნიორებთან და მუდმივად გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები