„ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
მისი განმარტებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.
„ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსული შემოჭრისგან. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას“, – წერს კულება.
Spoke with my Georgian counterpart @iliadarch on Ukraine’s heroic defense against the ongoing Russian invasion. He assured me of Georgia’s continued support of Ukraine. Grateful to him for reaffirming that Georgia does not and will not allow any bypassing of sanctions by Russia.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 15, 2022