ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, ქართული კომპანიები და ქართული ბანკები გააქტიურდნენ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ისაუბრა.
”მაგალითისთვის, ”თიბისიმ” და ”საქართველოს ბანკმა”, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 200 მილიონამდე დოლარით უკვე დააფინანსეს, სესხის სახით, სხვადასხვა პროექტები”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქართული ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები თითქმის ყველა კონტინენტიდანაა წარმოდგენილი, რაც, ელოშვილის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ამ დარგში საინვესტიციო კლიმატი ჯანსაღია.
”ინვესტორებთან მიმართებით ჩვენ ძალიან გახსნილები და მოქნილები ვართ. არც ერთ ინვესტორს ჩვენთან მოლაპარაკებების გამართვა არ სჭირდება. უბრალოდ შეუძლათ ნახონ პროექტი, შემოიტანონ განაცხადი და ისე გაიარონ ყველა ის ეტაპი, რომ საერთოდ არ ჰქონდეს სამინისტროს ტოპ მენეჯმენტთან შეხება”, – განმარტა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.