LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

147
ილია ღუდუშაური

თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.

პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ილია ღუდუშაურს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუდგინა.

პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

ბრალდების მხარე მისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

თავად ბრალდებულს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის ბრალს სრულად დაეთანხმა.

წინა სასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს – უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g