LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

201
263860937 (2)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

მანამდე, სიონის ტაძარში აღევლინა პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

პატრიარქი სამების ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ მსვლელობით გადაასვენეს.

„გვიყვარხარ პატრიარქო“ -სწორედ ამ შეძახილების და ტაშის ფონზე გამოასვენეს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრიდან. სამებიდან სიონის ტაძრის მთელ პერიმეტრზე განლაგებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ.

სამგლოვიარო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g