სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველო კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.
“დღეს არის ბედნიერი დღე. 1600 ბავშვი მოინათლა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მსოფლიო” , – განაცხადა პატრიარქმა.