LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისს აღავლენს და დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის ილოცებს

122
BeFunky-collage - 2020-08-24T142312.812

შატილში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პატრიარქმა. ილია მეორე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პარაკლისს აღავლენს და დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის ილოცებს. უწმინდესის  წერილი საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გავრცელდა.

“დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.
ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, – ახალგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.
აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს”, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.