აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პატრიარქს შეხვდა.
შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.
შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.
მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მთლიანობისადმი
სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს: “მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება”
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ოპოზიცია აქცია -პერფომანსით დახვდა.
ფოტო: ოპოზიციის აქცია-პერფორმანსი – რა ხდება რუსთაველზე
არის შემთხვევები, როდესაც დუმილი უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს…